“სხვებისგან განსხვავებით, მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს პოლიტიკური კამპანიაა, თუ სხვა სახის, პირბადეს ვატარებ ყოველთვის. ტესტიც დამატებით გავიკეთე, არის უარყოფითი. თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა, ჩემს მაგივრად, ვინ იმუშავებს? იქნებ, იდეა შემომთავაზოთ, რაიმე.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, თანაგუნდელების ინფიცირების მიუხედავად, მისი თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება არ არის
ცნობისთვის, კორონავირუსით ქართული ოცნების დეპუტატები – ნინო წილოსანი და გენადი მარგველაშვილი დაინფიცირდნნე.