ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გასვლა შეუძლებელია, სასწრაფო 5 საათია არ მოდის – ამის შესახებ, “TV პირველის” წამყვანი, მაია სტეფნაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, ერთ-ერთ თანამშრომელს Covid-19-ზე ანალიზის პასუხი შეცდომით მიეწოდა.
“ტვ პირველის თანამშრომლის მეუღლეს გუშინ ტესტის პასუხი უარყოფითი მოუვიდა. ჩვენი თანამშრომელი დღეს მშვიდად მოვიდა სამსახურში და შეხება ჰქონდა ბევრ ჩვენთაგანთან.
ამასობაში გაირკვა, რომ ტესტის პასუხი შეეშალათ და ცოლს კოვიდი დაუდასტურდა. ამის მერე იწყება მთავარი: ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გასვლა შეუძლებელია, სასწრაფო 5 საათია არ მოდის, ეს ადამიანი დგას ქუჩაში და აღარ იცის როგორ მოიქცეს. ვინმე გვეტყვით რა გააკეთოს?” – წერს სტეფნაძე.