ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტთა ნაწილისთვის სწავლა განახლდა – ვის მოუწევს სწავლის დისტანციურად გაგრძელება

დღეიდან უმაღლესი სასწავლებლებში სასწავლო პროცესი დაიწყო, თუმცა აუდიტორიებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება.

რაც შეეხება  სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ.

“ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ, იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ  ნუნუ მიცკევიჩიმ.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში სასწავლო პროცესი რამდენჯერმე გადაიდო.

იტვირთბა....