კორონავირუსის შემტხვევების გამოვლენის გამო, თბილისში 42 ბაღი დაიხურა. ამის შესახებ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განაცხადა.
გვანცელაძის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს, აქედან რვა ბავშვია, დანარჩენი კი პერსონალი.
შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, სამუშაო პროცესი არ განახლდა ოთხ დაწესებულებაში, რომელთა პერსონალს კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაუფიქსირდა.
მომდევნო დღეებში ამ ბაღებს სხვა ბაღები დაემატა. დახურული #35, #53, #89, #153, #190, #93, #99, #29, #36, #4, #21, ხუთკუნჭლა, #16, #72, #213, #186, #59, „იმედი,“ #216, #160, #205, #46, #113, #22, #61, #39, #27, #33, #28, #176, #158, #208, #184, #197, #17, #42, #167, #52, #54, #94, #100, #38.