ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ვაგრძელებ ბრძოლას მეტი შემართებით” – ივერი მელაშვილის წერილი ციხიდან

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულმა ივერი მელაშვილმა “ფორმულას” გადაცემა “დროებას” სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან წერილს გამოუგზავნა. მელაშვილე წერილში მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და ამბობს, რომ საქმე მის წინააღმდეგ “შეთითხნილია”.

მელაშვილი ბრალდებებს “უსაზიზღრესს” უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ სამართალი მალე იზეიმებს. იგი წერს, რომ იგი საკუთარი ღირსების დასაცავად ბრძოლას აგრძელებს.

“შემომიტანეს და გადმომცეს უამრავი ადამიანის წერილი, რომლებშიც რიგითი მოქალაქეები, ნაცნობები თუ უცნობები, მხარდაჭერას გამოთქვამენ ჩემი და ნატალია ილიჩოვას მიმართ. ამასთან ათვითცნობიერებენ რა ჩვენს უდანაშაულობას და პროკურატურის გამოძიების და სასამართლოს მიერ შეთითხნილ, უმძიმეს და უსაზიზღრეს ბრალდებასთან მიმართებაში გვისურვებენ გამძლეობას და გამოთქვამენ იმედს, რომ მალე სამართალი იზეიმებს. მომდის აგრეთვე ხმები, რომ ეწყობა ჩვენი მხარდამჭერი აქციები, მიმდინარეობს განხილვები მედიაში. შეძრული ვარ ყოველივე ამ მხარდაჭერით. მინდა თავმდაბლად უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე.

ცხადია მე ვაგრძელებ ბრძოლას ახლა უკვე მეტი შემართებით და ვათვითცნობიერებ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ჩემს და ნატალიას ღირსებას, არამედ იმას, რომ იზეიმოს სიმართლემ, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარავის გაუჩნდეს სურვილი, რათა არჩევნებზე ხმების მოპოვების ან სხვა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ცილი არ დასწამოს ადამიანებს, შეულახოს ღირსება და რაც მთავარია ზიანი მიაყენოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს” – წერს დაკავებული კარტოგრაფი.

იტვირთბა....