ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული ფაქტი ამ წუთებში გახდა ცნობილი. ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაკა სულაბერიძე ადასტურებს.
ლანჩხუთის მერიის რამდენიმე თანამშრომელი და მერთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.