დიდუბის საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც.
როგორც ირკვევა, 48 წლის მამაკაცი დაცვის პოზიციაზე მუშაობდა. მისი გარდაცვალების შესახებ 112-ში ზარი ერთი საათის წინ შევიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.