“ლელო საქართველოსთვის” ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის, სავარაუდოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე დაინფიცირდა. როგორც ხაზარაძემ განმარტა, მას შეხვედრაზე ფოტოს გადაღება სთხოვეს, რა დროსაც პირბადე მოიხსნა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ იქ მყოფ ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“გუშინ მომცა დაბალი სიცხე, მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა ერთ-ერთ შეხვედრაზე სადაც მთხოვებს სურათის გადაღება და იქ მოვიხსენი ნიღაბი. მერე აღმოჩნდა, რომ იქ ერთ-ერთს დაუდასტურდა. ამჟამად ჩვენი გუნდის წევრები გადადიან თვითიზოლაციაში და მასობრივად იკეთებენ ტესტირებას, ვისაც კი ჩემთან შეხება ჰქონდა. იმედია კორონავირუსს მალე დავამარცხებთ, მანამდე კი პროცესში ონლაინ ვიქნებით ჩართული” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ამ დროისათვის მამუკა ხაზარაძე თვითიზოლაციაში იმყოფება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებეის შემთხვევაში მას სტაციონარში გადაიყვანენ.