aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლებისთვის წამზომი ჩართულია“ – მიხეილ სააკაშვილი მმართველ გუნდზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველიას წარდგენისას ამომრჩევლებთან ონლაინ ჩართვისას ხელისუფლების მხრიდან ბათუმის აქციის კრიტიკის საკითხსაც გამოეხმაურა.

როგორც ექსპრეზიდენტმა თავის მიმართვაში აღნიშნა, ხელისუფლებისთვის „წამზომი ჩართულია“.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ხალხი „გააღატაკა და კიდევ აქეთ ამუნათებს“.

„დამთავრებულია ივანიშვილის დრო, ქართველი ხალხი იბრუნებს თავის ქვეყანას, არავინ აღარ იქნება არავის ხელის ბიჭი ფეოდალი ყმები და განსაკუთრებით გურიაში მან გადაწყვიტა, რომ მთელი გურია აქციოს თავის ყმებად, თვითონ ხომ გაუნათლებელია და თავისზე სამჯერ უფრო გაუნათლებელ ნათესავებს მისცეს ყმებად“, – განაცხადა მან.

 

 

იტვირთბა....