მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არ უნდა მოგვერიოს ის საშინელი სენი, რომელიც ქვეყანას ქოციანობის სახით შეეყარა” – სააკაშვილი ამომრჩევლებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი მანუჩარ კვირკველიას წარადგენისას ამომრჩევლებს მიმართა და განაცხადა, რომ არ უნდა მოგვერიოს ის საშინელი სენი, რომელიც ქვეყანას ქოციანობის სახით შეეყარა.

ექსპრეზიდენტმა ოზურგეთში შეკრებილ ამომრჩევლთან ონლაინ ჩართვისას აღნიშნა ისიც, რომ ქვეყანას ვირუსი ივანიშვილის სახითაც შეეყარა.

„ძალიან მიხარია, რომ უსაფრთხოების ზომებს იცავთ იმიტომ, რომ არც ერთი ვირუსი და არც ერთი ავადმყოფობა ჩვენ არ უნდა მოგვერიოს და არ უნდა მოგვერიოს ის ავადმყოფობა, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, ის საშინელი სენი, რომელიც შეეყარა ქვეყანას ქოციანობის და მისი მთავარი ვირუსის ივანიშვილის სახით. არსებობს ივანიშვილი როგოც ვირუსი და არსებობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ როგორც ვაქცინა, როგორც ამ ვირუსის მკურნალობა, როგორც საქართველოს გაჯანსაღების ერთადერთი რეცეპტი და ერთადერთი საშუალება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

იტვირთბა....