ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნოდიკო ტატიშვილი: – “ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა”

კორონავირუსით ინფიცირებული მომღერალი, ნოდიკო ტატიშვილი საზოგადოებას ვირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების დაცვისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მომღერალი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა.

“დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ყურადღებისთვის! თქვენი გულწრფელი კეთილი სურილები ძალას მმატებს! ბედნიერები იყავით და ჯანმრთელები მთელი ცხოვრება!

“ახლა კარგად მომისმინეთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს! დაიცავით ყველა რეკომენდაცია ვირუსის პრევენციისთვის! წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი სტრესი ხომ ისაა, რომ ვინმეს შეიძლება დაუდასტურდეს COVID-19 და მეორე სტრესი კიდევ ის, რომ ჯანდაცვის სფეროში არასახარბიელო მდგომარეობაა! დეტალურად ცოტა უკეთ რომ ვიქნები, მერე მოვყვები. ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან ვსაუბრობ!

ამიტომ გაუფრთხილდით თავს, დარჩით სახლში თუ აუცილებელი არაა გარეთ გასვლა და გაითვალისწინეთ ყველა რეკომენდაცია!

P.S მგონი ვახერხებ ხოლმე პასუხის გაცემას პირადში, თუმცა თუ ვერ გიპასუხეთ, არ გეწყინოთ!”, – წერს ნოდიკო ტატიშვილი.

შეგახსენებთ, ნოდიკო ტატიშვილს კორონავირუსი 14 ოქტომბერს დაუდასტურდა.

იტვირთბა....