ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დაუპიპინე ბიძინას” – “ევროპული საქართველო” საავტომობილო აქციას აწყობს

“ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის განაცხადებით, პარტია  21 ოქტომბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მასობრივ საავტომობილი აქციას სახელწოდებით “დაუპიპინე ბიძინას” მოაწყობს.

როგორც კაპანაძე განმარტავს, აქციის ამ ფონზე ჩატარება კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაიგეგმა. მისივე განცხადებით,  აქციის მონაწილები სიგნალებით მიმართავენ ივანიშვილს რომ – „მისი დრო ამოიწურა“.

„ევროპულმა საქართველომ“ გუშინდელი დღისთვის მრავალათასიანი აქცია დაგეგმა, მაგრამ იმის გამო, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ჩვენ ეს აქცია გავაუქმეთ, გამოვიჩინეთ რა, პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობასთან მიმართებით.

ძალიან მნიშვნელოვანია ამ დარჩენილ ორ კვირაში პოლიტიკური აქტივობა არ შეწყდეს, არ მივცეთ ეს ფორა ივანიშვილს, რომ მას ხელისუფლების შენარჩუნების შანსი გაეზარდოს. ოთხშაბათს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში და მათ შორის, თბილისში მასიურ საავტომობილო აქციას ვგეგმავთ, სახელით „დაუპიპინე ბიძინას“.

შეკრების უსაფრთხო ალტერნატივაა იგივე რაოდენობის ადამიანების გამოსვლა, ოღონდ ავტომანქანებით და სიგნალის მიცემა ივანიშვილისთვის, რომ მისი დრო ამოიწურა.

აქციები საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გვექნება, ასევე თბილისში. ავტომანქანების კოლონები შემოვლენ თბილისში და აქ დააფიქსირებენ პროტესტს, უშუალოდ ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან. ეს იქნება აქცია, კოდური სახელწოდებით „ დაუპიპინე ბიძინას.“

ასევე, ვთხოვთ ჩვენ თანამოქალაქეებს, ეს დღე გამოიყენონ იმისთვის, რომ სამანქანო სიგნალებით დააფიქსირონ თავიანთი უარყოფითი პოზიცია ამ მთავრობის მიმართ“,- განაცხადა სეგი კაპანაძემ.

იტვირთბა....