მთავარი ციტატა

“6 წელი ვაძლევდი ბიუჯეტს ხმას და ამ ბიუჯეტით ჩემთვის ერთი ჭიქა ჩაი არ აღმოჩნდა გათვალისწინებული” – გედევან ფოფხაძე

“ექვსი წლის მანძილზე ვაძლევდი ბიუჯეტს ხმას, რომ ჯანდაცვას ჰქონოდა დიდი ბიუჯეტი. მე ცხელების ცენტრში ვიყავი 24 საათი და ამ ბიუჯეტით ჩემთვის არ აღმოჩნდა გათვალისწინებული ერთი ჭიქა ჩაი, რომელიც არამგონია ორ ლარზე ძვირი იყოს.”

გედევან ფოფხაძე – “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრი

ამის შესახებ მან გადაცემა “მთავარი დებატებ”-ში  ცხელების ცენტრში არსებულ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. მისივე განცხადებით, ცხელების ცენტრებში  მოქალაქეებს არასათანადოდ ეპყრობიან.

ამასთან, როგორც ფოფხაძემ გადაცემაში განმარტა, “ქართული ოცნების” კონკრეტული ჩინოვნკები და  მაღალჩინოსნები ფულს შოულობენ, ხოლო მოქალაქე ისევ რჩება ჩაის გარეშე, ანუ, ყურადღების გარეშე.

იტვირთბა....