aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ეს მხოლოდ დასაწყისია, ყველაზე რთული თვე ნოემბერი იქნება” – ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი

“ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაზე რთული თვე იქნება ნოემბრის ბოლოს, ეს იქნება ძალიან მძიმე დრო. ღმერთმა ქნას, ასე არ მოხდეს, მაგრამ საქართველოში ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა რამდენიმე ათასეული შემთხვევებით გაიზრდება. ყველაზე საშიში არის სიკვდილიანობა, რომელიც რამოდენიმე კვირაში გაიზრდება. ჩვენ უკვე ერთ კვირაში დავინახავთ კორონავირუსით ინფიცირებულების მომატების შედეგს.”

aviabiletebi
ავიაბილეთები

გიორგი ფხაკაძე – ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი.

ამის შესახებ მან “პრაიმტაიმს” განუცხადა.

ცნობისათვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827. ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან  კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, ამ დროისთვის  კი კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.

იტვირთბა....