aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

რა შემთხვევაში დაწესდება ე.წ. ლოქდაუნი – თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას მიმართავს

“ახლა მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს, რა ურჩევნია. საზოგადოებას აქვს ასევე, მეორე არჩევანი, რომ უარი თქვას ამ მინიმალურ რეგულაციებზე, რაც არ იქნება გონივრული და ამით მოახდინოს პროვოცირება, რომ სახელმწიფო იძულებული გახდეს, წავიდეს „ლოქდაუნსა“ და მკაცრ შეზღუდვებზე. აი, ამ გზაჯვარედინზე ვდგავართ ახლა. ჩემი რჩევაა მოსახლეობისადმი, რომ აირჩიოს პირველი გზა, მინიმალური რეგულაციების კეთილსინდისიერად შესრულებით, თავიდან ავიცილოთ უფრო მკაცრი შეზღუდვები.“

aviabiletebi
ავიაბილეთები

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

ცნობისათვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827. ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან  კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, ამ დროისთვის  კი კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.

 

იტვირთბა....