ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ოცნებას” 20-მდე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ჰყავს მობილიზებული” – “ფორმულას” ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი აჭარაშია

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი საქართველოშია. კერძოდ, იგი უკვე რამდენიმე კვირაა, ბათუმში, კონსპირაციულ ბინაში, დაცვასთან ერთად ცხოვრობს. ამის შესახებ ინფორმაციას “შაბათის ფორმულა” ავრცელებს.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ გორაძე ბათუმის თევზის ბაზარში იმყოფებოდა, ერთ-ერთ რესტორანში და მისთვის დროებით იქ მხოლოდ მომსახურე პერსონალი დარჩა. ფორმულას ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი, რომელიც ბოლო ოფიციალური ცნობით მინსკის საექსტრადიციო პატიმრობაში იყო, საქართველოში, წინასაარჩევნოდ, არაოფიცილური გზებით ჩამოვიდა და სიტუაციას აჭარიდან მართავს. მან საჰაერო საზღვარი სავარაუდოდ უკრაინიდან გადმოკვეთა.

ამასთან, წყარო ფორმულას უყვება, რომ არჩევნებში დასახმარებლად ქართულ ოცნებას ქემალფაშაში 20-მდე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ჰყავს მობილიზებული.

მინდია გორაძეს 2016 წელს ქართულმა სასამართლომ ჯგუფური ყაჩაღობისთვის, ქურდული სამყაროს წევრობისთვისა და ძალადობისთვის 12 წელი შეუფარდა, თუმცა მაშინ სასამართლომ საქმის განხილვა 9-თვიან ვადაში ვერ დაასრულა და ლავასოღლის გათავისუფლება მოუწიათ. მან საქართველო მალევე დატოვა და თურქეთში გადავიდა.

იტვირთბა....