თბილისში, 39-ე ბაღში კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა. ინფექცია ერთ-ერთ პედაგოგს აღმოაჩნდა. საბავშვო ბაღში სწავლა დროებით, ორი კვირით შეწყდა.
დღეს კორონავირუსი დაფიქსირდა კიდევ ერთ საბავშვო ბაღში, რომელიც ახალციხეში მდებარეობს. ამ შემთხვევაშიც, COVID-19 მასწავლებელს დაუდასტურდა. აღსაზრდელები და თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
ცნობისათვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 16285-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7 827. ქვეყანაში კორონავირუსის ინფიცირებისგან კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა, ამ დროისთვის კი კოვიდინფიცირებისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 128-ს მიაღწია.