საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში 18 წლის ბიჭი სასტიკად სცემეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, მოზარდს დაზიანებები ხუთმა პირმა მიაყენა.
ოჯახის წევრების განცხადებით, მოზარდს დაზიანებები ქვებით მიაყენეს.
18 წლის ახალგაზრდა ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.