ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

უბედური შემთხვევა ასპინძაში: ვინ მართავდა ავტომობილს, რომელმაც 2 წლამდე ბავშვი იმსხვერპლა

ასპინძის სოფელ რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა  – ორ წლამდე ასაკის ბავშვს მანქანამ გადაუარა. ადგილობრივების ინფორმაციით, მცირეწლოვანი გაჩერებული მანქანის ქვეშ შეძვრა, მძღოლმა კი არ იცოდა.

„რძეს რომ კრებს მოსახლეობაში, ფორდის მიკროავტობუსი, ეგ მანქანა იყო გაჩერებული სახლთან. ბავშვი არავის დაუნახავს. მძღოლი დაჯდა და დაქოქა, თავზე გადაუარა” – უთხრეს ადგილობრივებმა “პრაიმტაიმს.”

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცზლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....