პარლამენიტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ სამეგრელოში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარადგინისას ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსული კვალი და რუსული საქმის კეთება საკუთარ ბიოგრაფიაში უნდა მოიკითხოს.
მისივე განცხადებით, “ნაცმოძრაობამ” სტრატეგიული ობიექტები რუსეთის კომპანიებზე გაყიდა, ასობით სოფელი დაკარგა და 2008 წლის ომში ჯარისკაცები ბრძოლის ველზე დატოვა.
ამასთან, თალაკვაძის განმარტებით, “ქართული ოცნება” ჯანსაღ ოპოზიციურ პარტიასთან ოპონირებას აპირებს, თუმცა, ასეთი „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის.
„სიტყვით აცხადებენ, რომ ემსახურებოდნენ დემოკრატიას, სინამდვილეში, მათ ფეხქვეშ გათელეს ყველა დასავლური ღირებულება, დაწყებული ადამიანის უფლებებით, დამთავრებული მედიის თავისუფლებით. თუ ვინმე რუსულ საქმეს აკეთებდა ამ ქვეყანაში, რუსულ საქმეს აკეთებდა სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“. ისინი დღესაც ცდილობენ, რომ რუსული საქმე გააკეთონ, ძირი გამოუთხარონ ჩვენს დემოკრატიას და არჩევენებს, მაგრამ მათი პოტენციალი არის მილევად რეჟიმში და ისინი გავლენ პოლიტიკური ველიდან ამ არჩევნების შემდეგ… ჯანსაღი ოპოზიცია არის, ნებისმიერი ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც სურს მშვიდი, საქმიანი პოლიტიკური სისტემა, ვინც ერთგულია თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, იცავს ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრიონციებს, ჩვენ ასეთ ოპოზიციასთან ოპონირებისთვის მზად ვართ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთი არ არის, ისინი მილევად რეჟიმში არიან და რა თქმა უნდა, მალე გავლენ პოლიტიკური ველიდან“, – განაცხადა თალაკვაძემ.