“პასუხისმგებლობა აბსოლუტურად მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან.”
გრიგოლ ვაშაძე – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი
აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტის კითხვაზე, იღებდნენ თუ არა ისინი პასუხისმგებლობა ბათუმის აქციაზე, სადაც რეკომენდაციები დაცული არ იყო საპასუხოდ გააკეთა.
ამასთან, როგორც ვაშაძემ განმარტა, რადგან პრემიერმინისტრი ატარებს შეხვედრებს, გადაწყვიტეს, რომ მათაც შეუძლიათ ჩატარება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ბათუმში, კოვიდპანდემიის ფონზე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მრავალრიცხოვანი აქცია გამართა. აღსანიშნავია, რომ აქციაზე არ იყო დაცული სოციალური დისტანცია. აქციაძე შეკრებილ მოქალაქეებს არც პირბადეები ეკეთათ.