“პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი, ” – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ბათუმში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერებთან შეხვედრის საკითხს.
თბილისის მერმა აღნიშნული განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა.
“პანდემიის პირობებში პოლიტიკური პასუხისმგებლობა სოციალური პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს. ამ რეალობაში ვართ და ესაა ფაქტი. როგორ იქნება რომელიმე პოლიტიკური დაჯგუფება პასუხისმგებელი მთელ ქვეყანაზე, როცა ერთი მიტინგის დროსაც კი ეს “ფეხებზე ჰკიდიათ”? პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი დაგეგმილია, მიზანი გააზრებული, შედეგები გათვლილი….დასკვნები თავად გამოიტანეთ იმაზე, რაც დღეს ბათუმში მოხდა და როგორც ჩატარდა შეხვედრა. აშკარად ორი ვირუსი გვაქვს დასაძლევი.”
შეგახსენებთ, რომ გუშინ, “ნაციონალური მოძრაობამ” ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.