ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით გარდაცვლილი ოთხი პაციენტიდან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში მკურნალობდა” – მარინა ენდელაძე

“კორონავირუსის ინფიცირებიგან ოთხი გარდაცვლილი პაციენტიდან ორი თბილისში მკურნალობდა, ორი კი ბათუმში,” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ენდელაძემ განმარტა,  თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტია.

„გარდაცვლილია 4 პაციენტი, 2- თბილისში, 2 კი ბათუმშია. სხვა მონაცამები არ ვიცი“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ კი 16 285-ს შეადგენა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების შედეგად   4 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კოვიდ ინფიცირებულთა გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 128-ს მიაღწია.

 

იტვირთბა....