საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების შედეგად კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კოვიდ ინფიცირებულთა გარდაცვლილთა რაოდენობამ კი 128-ს მიაღწია. – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღეს, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ კი 16 285-ს შეადგენა.