ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დღეს ჩვენ გვემუქრება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში” – სააკაშვილი

ჩვენ გვემუქრება ჩვენი ჯანმრთელობის განადგურება, ტურისტული ინდიუსტრიის, ჩვენი ეკონომიკის, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის განადგურება, მაგრამ ყველაფერი ეს შემობრუნდება 31 ოქტომბერს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, აჭარაში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ყველას ძალიან მძიმე დაავადება ემუქრება, რომელიც ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში.

„დღეს ჩვენ გვემუქრება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში, როდესაც ყველაზე დაავადებული ქვეყნიდან ხელოვნურად შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ. დამსვენებლები. ჩვენ გვემუქრება ჩვენი ჯანმრთელობის განადგურება, ტურისტული ინდიუსტრიის, ჩვენი ეკონომიკის, თითოეული თქვენგანის კეთილდღეობის განადგურება, მაგრამ ყველაფერი ეს შემობრუნდება 31 ოქტომბერს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა. თქვენი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში იქნება ლევან ვარშალომიძე, ადამიანი, რომელიც აქამდე იყო უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი. მან მიატოვა ეს ყველაფერი იმისათვის, რომ დაუბრუნდეს მშობლიურ ადგილს და დაასრულოს ის პროექტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ. გავა 500 წელი და ყველას ემახსოვრება, რომ ამ ხალხმა, ლევან ვარშალომიძემ და თითოეულმა თქვენგანმა შექმნა აჭარის ის სასწაული, რომელმაც გააოცა მთელი მსოფლიო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....