ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბათუმში რუსეთიდან თავისი გოგოშკები ჩამოიყვანეს, გააჩინეს პირველი კერა” – სააკაშვილი COVID-19-ზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, “მთავარი არხის” ეთერში საქართველოში კორონავირუსით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, მაშინ როცა რუსეთი მსოფლიოში ვირუსის მხრივ წითელ ზონად ითველებოდა, “ნაცნობ-მეგობრები” ჩამოიყვანეს ბათუმში.

“პირველი გავრცელება როგორ მოხდა თბილისში? პირველი გავრცელება მოხდა, რომანოვები, ვიღაც აფერისტები რომ ჩამოეხეტნენ მართლა, სხვა სიტყვა არ მაქვს, რომ ჩამოეთრივნენ, ბოდიში ამ უხეში გამოთქმისთვის. წინანდალში იღრევეს.

მერე ბათუმში ჩამოიყვანეს თავისი ნაცნობ-მეგობრები, თავისი გოგოშკები, ჩამოიყვანეს ბათუმში რუსეთიდან. პირველი რა ქნა ტრამპმა? ჩაკეტა ჩინეთი. რატომ ჩაკეტა? იმიტომ, რომ ჩინეთი მალავდა სტატისტიკას. რუსეთი კიდევ მეტად მალავს სტატისტიკას, ვიდრე ჩინეთი. ახლა თავზე ენგრევათ ეს ყველაფერი და უკვე პუტინიც ვეღარ მალავს. ეს ხომ მთელმა მსოფლიომ იცოდა? მთელი მსოფლიოსთვის რუსეთი იყო გაწითლებული და ამათ ჩამოიყვანეს ბათუმში. ბათუმში გააჩინეს პირველი კერა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

იტვირთბა....