მთავარი ციტატა

“შიშები და ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ”- ბაქრაძე ხელისუფლებას პასუხუბს

“ის, რაც დღეს საქართველოს სჭირდება, ეს არის გარდამტეხი ცვლილებები, რადგან „ქართული ოცნების“ ხელში გატარებული თითოეული დღე ამ ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია. მეტი გაღარიბებული ადამიანი, უკან წასული ეკონომიკა და მეტი პრობლემა. ამიტომ, შიშები, ტოქსიკურობები მოიკითხონ თავისკენ. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა მივიყვანოთ ცვლილებებამდე და წავიყვანოთ წინ.”

დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, გუშინ, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა “ტვ იმედის” ეთერში დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ დავით გარეჯი საკითხზე საქმე გვაქვს სახელმწიფოს ღალატთან, უდიდეს დანაშაულთან, რასაც სახელმწიფო ტერიტორიების გადაცემის მცდელობა ჰქვია.

ცნობისთვის,  7 ოქტომბერს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.

 

იტვირთბა....