“რამდენად იზრდება ჯანდაცვის რესურსი? მე ამას ვერ ვხედავ! რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტუმრობიდან გამომდინარე, შემიძლია ჩემი განცდები გითხრათ. იქ პაციენტების მიმართ ის დამოკიდებულება არ არის… მე, ვისაც კოვიდ დადებითი დამიფიქსირდა და საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც დიაბეტი ჰქონდა, მაგრამ ვირუსი არ დაუდასტურდა, 24 საათი ერთ სივრცეში ვიყავით.”
გედევან ფოფხაძე – დეპუტატი
ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
შეგახსენებთ, დეპუტატი გედევან ფოფხაძე მას შემდეგ რაც კორონავირუსით დაინფიცირდა, მკურნალობას რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. დეპუტატი კლინიკაში მკურნალობის მეთოდზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აცხადებდა, რომ ექიმები პაციენტებს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ.