“ჩვენ შევდივართ ფაზაში, სადაც რამდენიმე დღეში ფიზიკურად შეიძლება ვერ მოვახდინოთ ძალიან მძიმე ავადმყოფების ჰოსპიალიზაცია. პრობლემებია ჰოსპიტლებთან,საწოლებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ქვეყანაში აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ასეთი მასშტაბის პანდემიას.”
ლევან გოგიჩაიშვილი – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი
ამის შესახებ დეპუტატმა ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 15 327 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613. ხოლო, ვირუსისგან 124 ადამიანი გარდაიცვალა.