ტელეკომპანია “რიონის” რამდენიმე თანამშრომელი კოორავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი ავრცელებს.
განგცხადების თანახმად, მედიაორგანიზაცია იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას.
“მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარიულ-სადეზინფექციო სამუშაოები. საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი. ჩვენ ველით “რიონის” თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას , პარალელურად არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 15 327 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613. ხოლო, ვირუსისგან 124 ადამიანი გარდაიცვალა.