“საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ჯერ მზად არაა, ვერ მოემზადა. რეალურად, რეანიმატოლოგის გაზრდას უნდა 15-20 წელი, თქვენ ახლა 3 თვეში რეანიმატოლოგს ვერ მოამზადებდით, შესაბამისად, რეალური სურათის თქმაა. უცხოეთის ქვეყნებს აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ქვეყნები არ ჩაკეტონ, ინფექციური საწოლების რაოდენობა აქვთ და შენ, როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პრაქტიკულად იქნება სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით!”
გიორგი ფხაკაძე – ჯანდაცვის სფეროში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი
“პალიტრანიუსი”
ცნობისთვის, დღეს, 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების საერთო რაოდენობამ 15 327 შეადგინა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613. ხოლო, ვირუსისგან 124 ადამიანი გარდაიცვალა.