ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა” – მარინა ენდელაძე

“საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 – ბათუმში, 2 – იმერეთში, ერთი კი გორში”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს განაცხადა.

მისივე განმარტებით,  ამ ეტაპისთვის,  ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 7 714 აქტიური შემთხვევაა.

„აქტიური შემთხვევა გახლავთ 7 714, მათ შორის კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა 70-ზე მეტია“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....