ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარაში, კორონავირუსის 342 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

“კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევიდან 342 აჭარაში გამოვლინდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძ განაცხადა.

მისივე განმრტებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული კრიტკულად მძიმე 70-ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.

„აჭარაში-342 ახალი შემთხვევაა, თბილისში-277, იმერეთში-198, სამეგრელო ზემო სვანეთში-22, გურიაში-11, შიდა ქართლში-12, ქვემო ქართლი-3, მცხეთა-მთიანეთში-10, კახეთში-7, სამცხე-ჯავახეთში არის-3, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში-2 ახალი შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....