ახალი ამბები საზოგადოება

ბაგირის შეცვლის მიზეზით, რიყე-ნარიყალას საბაგირო შეჩერებულია

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით შეჩერებულია. “მეტრონომი” დაინტერესდა კონკრეტული მიზეზით და სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, სოფო მხეიძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ბაგირის გამოცვლა მიმდინარეობს.

“კონკრეტულად სხვა მიზეზი არ არის. უბრალოდ ახალ ბაგირს აყენებენ, არანაირი პრობლემა არ არის და აღდგება 20 ნოემბერს . ” – განაცხადა სოფო მხეიძემ.

თბილისის სატრასპორტო კომპანიამ საბაგიროსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

რიყენარიყალას საბაგირო გზა 9-დან 20 ნოემბრამდე დაიხურება.

რიყენარიყალას საბაგირო გზის ნამუშევარი საათების რაოდენობის გათვალისწინებით იცვლება ძირითადი გამწევი ბაგირი. სარემონტო სამუშაოები დაიწყება 9 ნოემბერს და გაგრძელდება 20 ნოემბრამდე. სამუშაოების მიმდინარეობისას საბაგირო გზა დროებით დაიხურება. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 

იტვირთბა....