ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 246 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 7613.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 124-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 090-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იტვირთბა....