აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ სომხეთმა დილიდან გორონბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რეგიონების დაბომბვა დაიწყო.
მედიის ინფორმაციით, ფრონტის ხაზზე სიტუაცია დაძაბული რჩება.
ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრს დაიწყო. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მოსკოვში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება და მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.