ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: რასაც ანდრიუს კუბილიუსი არქეოლოგიას ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა

„რასაც ანდრიუს კუბილიუსი არქეოლოგიას ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპარლამენტარ ანდრიას კუბილიუსის განცხადებას.

მისივე თქმით, ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს.

„მადლობა, რომ განმარტება გააკეთა. რასაც ანდრიუს კუბილიუსი „არქეოლოგიას” ეძახის, ის ჩვენი სამშობლოა. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ ჩვენს მიწა-წყალს და დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები სასაცილო ნამდვილად არ არის. ასეთი შეფასება ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია. „პოლიტიკური არქეოლოგია“ არის იმ პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოში ბატონი კუბილიუსი გულშემატკივრობს“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ინფორმაციისთვის, კუბილიუსმა „ინტერპრესნიუსთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„სასაცილო ის არის, რომ მმართველი პარტია პოლიტიკური „არქეოლოგიით“ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას კავდება.
ქართული ოცნება“ ოპოზიციას 2007 წლის მოვლენებისთვის სდებს ბრალს, რათა ხალხის ყურადღება ქვეყნის მიმდინარე პრობლემებიდან გადაიტანოს“.- თქვა მან.

ის ამ განცხადებით დავით გარეჯის საკითხს გამოეხმაურა.

იტვირთბა....