ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული მარში“ ნიკა მელიას შტაბთან აქციას მართავს

„ქართული მარში“ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ნიკა მელიას საარჩევნო შტაბთან, გლდანში საპროტესტო აქციას მართავს.

„მარშის“ ერთ-ერთი წევრი, ირაკლი შიხიაშვილი ნიკა მელიასთან პირისპირ დებატებს ითხოვს.

მისი თქმით, თუ მელია არ შეხვდება, მისი შტაბის კედლებზე გააკრავენ ფოტოებს, რომელსაც იმსახურებს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“.

„ნიკა მელია სოროსის სოროსშია შემძვრალი. გლდანიდან, აი ამ საშინელი მოძალადე ძალისგან გათავისუფლდება საქართველო, რომელიც მთელი ორი წელია თავს ლაფს ასხამს საქართველოს”, – განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა და დასძინა, რომ მარში ფრანგული სიტყვაა და არა რუსული.

იტვირთბა....