ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რატომ, რა ჯანდაბად მინდა! – იქნებ, თავის მიერ არის გაკეთებული, რათა შემდეგ, ჩემზე ილაპარაკოს, რომ ვავიწროვებ” – ვოლსკი დოლიძეზე

“ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატის, ანა დოლიძის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ვოლსკი აცხადებს, ბრალდება მისი შტაბის წევრების ადევნების თაობაზე, იუმორისტულია.

“რატომ, რა ჯანდაბად მინდა! რა სისულელეა და როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა ასეთი რამ დაუშვას ან რაში შეიძლება დამჭირდეს?! იქნებ თავის მიერ არის გაკეთებული, რომ მერე ჩემზე ილაპარაკოს, რომ მე მას ვავიწროვებ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

როგორც დოლიძემ დღეს განაცხადა, “ქართული ოცნების“ აქტივისტები მოქალაქეებთან მის შეხვედრებს უთვალთვალებენ და ვიდეოს იღებენ. დოლიძე ფაქტის გამოძიებას, ორგანიზატორების გამოვლენას და საქმეზე მის დაზარალებულად ცნობას ითხოვს.

იტვირთბა....