ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მამუკა ხაზარაძე პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია” – თემურ ჭყონია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათ შორის, ვინც წარმოდგენილია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად ხაზარაძე ერთ-ერთი საუკეთესოა.

ჭყონიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ადგილი უნდა დაიკავოს კანდიდატმა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ექნება სრულყოფილი გეგმა.

“მამუკა ხაზარაძის განვლილ ცხოვრებასა და მის გაკეთებულ საქმეებს თუ გადავხედავთ, რა სირთულისა და სიძლიერის ბიზნესები აქვს გაკეთებული ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია მათ შორის, ვინც წარმოდგენილია. მხოლოდ კანდიდატურის დაყენება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ის, თუ რის გაკეთებას შეძლებენ გამარჯვების შემდეგ. კანდიდატები უნდა გამოირჩეოდნენ ცოდნით და ზოგადი ხედვით. ეს ხედვა კი “ლელომ” და მამუკა ხაზარაძემ “მარშალის გეგმის” სახით წარმოადგინეს. ყველა კანდიდატის, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე თავისი კანდიდატურა წამოაყენა, ანალიზი და კრიტიკულ ჭრილში შეფასება უნდა გაკეთდეს.
ეს ანალიზი კი მოიცავს შემდეგს:
1. რა ხედვა და გეგმა აქვს კანდიდატს აღნიშნული პოზიციის დაკავების შემდეგ.
2. როგორ განახორციელებს ამ გეგმას.
გეგმის დაწერა და შედგენა არის მარტივი, მთავარია მისი სწორად შესრულება და იმ გარემო პირობებზე მორგება, სადაც ვიმყოფებით.

მიუხედავად იმისა, რომ “ლელოს ახალი მარშალის გეგმა” არ არის ამბიციური. რაც ამ გეგმაში ნათლად ჩანს, არის ის, რომ ანალიზისა და საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე დაყრდნობის შედეგადაა მიღებული. მსგავსი გეგმის შედგენის დროს აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ქვეყნის პოტენციალი და მისი შესაძლებლობები, აქ კი ჩანს, რომ “ლელოს” გუნდს ამ საკითხზე ნაფიქრი აქვს. ეს გეგმა კი უნდა შეასრულოს გუნდმა, რომლითაც პარტია დაკომპლექტდა. აღსანიშნავია ისიც, რომ “ლელო” არის ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდი, ახალი შემართებით, რომლებსაც შეუძლიათ, ეს გეგმა სრულყოფილად გაშალონ და მოარგონ ქვეყანას,” – განაცხადა ჭყონიამ.

იტვირთბა....