ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა სამართალი

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადების თანახმად, სომხური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიის კუთვნილი “სუ -25-ს” ჩამოგდების შესახებ ტყუილი და მორიგი დეზინფორმაციაა.

”ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ 15 ოქტომბერს აზერბაიჯანის საჰაერო ძალების საბრძოლო ავიაცია გამოყენებული არ იყო და არც ერთი თვითმფრინავი “სუ-25” არ აფრენილა” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები გერანბოის, აღდამის, ტერტერისა აღჯაბედის რაიონების სოფლებს ბომბავს, რითიც არღვევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. უწყების ცნობით, 14-15 ოქტომბრის ღამით მდგომარეობა ფრონტის ხაზზე აღდერე-აღდამისა და ფიზული-ჰადრუთის მიმართულებით დაძაბული რჩებოდა.

“ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებზე ფრონტის რამდენიმე მიმართულებით სცადეს შეტევა. ჩვენი ჯარების წარმატებული მოქმედებების შედეგად, საპირისპირო მხარემ დიდი დანაკარგები განიცადა და იძულებული გახდა, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით უკან დახეულიყო.

აზერბაიჯანის არმიის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად ფრონტის რამდენიმე მიმართულებით განადგურდა და მწყობრიდან გამოვიდა მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. აზერბაიჯანულმა მხარე გაანადგურა სომხური მხარის 2 ტანკი Т-72, 1 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “Тор-М2КМ” 4 3 ზალპური ცეცხლრეაქტიული სისტემა “БМ-21 გრადი”, 1 საზენიტო ჰაუბიცა-ქვემეხი “Д-20”, 1 “Д-30” и 2 “Д-1″, ასევე რამდენიმე ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი და საავტომობილო ტექნიკა” – ნათქვამია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანული არმიის ნაწილები, რომლების იცავენ ცეცხლის შეწყვეტის ჰუმანიტარულ რეჟიმს, მთელ ფრონტზე ოპერატიულ უპირატესობას ინარჩუნებენ.

იტვირთბა....