მთავარი ციტატა

“გამოძიებამ საერთოდ ვერ დაადგინა, მოხდა თუ არა მკვლელობა”- შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი

“თვითონ გამოძიებამ და ბრალდების მხარემ პასუხი ვერ გასცა კითხვებს და ახლა სასამართლოს სთხოვენ, რომ პასუხი გასცეს. მათ ვერ გამოკვეთეს არათუ რომელიმე პირის ბრალეულობა, არამედ საერთოდ ვერ დაადგინეს მოხდა თუ არა მკვლელობა. ერთადერთი, რაც ამ საქმეში უდაოდ დადგენილია, არის ის, რომ გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა”

ბექა ნემსიწვერიძე – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მორაგბის არჩილ გაგნიძის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებტან მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირის პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი დაუმძიმდა. აღნიშნული 5 პირი, რომელთაც ბრალი ჯგურუფად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდათ, “ტოიოტა ქამრის” მგზავრები – ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვნები ა.ქ. და ზ.ხ. არიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

იტვირთბა....