ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთში სამთავრობო შენობების აფეთქება მზადდებოდა: ტერორისტული აქტი აღკვეთილია

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა პრევენციული ზომები მიიღო და გააუნებლყო საერთაშორისო ტერორისტული აქტი, რომელიც მზადდებოდა ქალაქ ვოლგოგრადში ორგანიზაცია “კატიბ ტაუხიდ ვალ ჯიჰად”-ის მიერ – ინფორმაციას ამის შესახებ “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციის წევრები ე.წ. ცენტალური აზიის რეგიონის წარმომადგენლები არიან. მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის უშიშროების თანამშრომლებს. შედეგად ტერორისტული დაჯგუფების წევრები ნეიტრალიზებული არიან.

ეს ინფორმაცია დაადასტურა უშიშროების სამსახურის უწყებამ.

სპეცოპერაციის შედეგად, ამოღებულია საკმაოდ დიდი რაოდენობის არსენალი, მათ შორის ქიმიური კომპონენტები. ნაპოვნია ვოლგოგრადის რუკა, რის მიხედვითაც, სავარაუდოდ ტერორისტული აქტი უნდა განხორციელებულიყო.

უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტები სირიიდან იმართებოდნენ და დაგეგმილი იყო სამთავრობო შენობების აფეთქება.

იტვირთბა....