ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კახა კუკავას პარტიამ თბილისში აფთიაქი გახსნა

პარტია „თავისუფალი საქართველომ” თბილისში, უზნაძის ქუჩაზე აფთიაქი გახსნა, სადაც მოოქალაქეებს მედიკამენტებზე შეღავათიან ფასებს სთავაზობს.

[არტიის თავმჯდომარის, კახა კუკავას განცხადებით, პარტია „იაფი მედიკამენტების პროგრამაა“ 2019 წლის სექტემბრიდან ახორციელებს, რომელიც დღეიდან კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი იქნება.

კუკავას ინფორმაციით, ამიერიდან, მედიკამენტების შეძენა მათთვის შეღავათიან ფასებში შეეძლებათ.

კუკავა ნებისმიერ დაინტერესებულ მეწარმეს ანალოგიური სახის თანამშრომლობას სთავაზობს.

 

იტვირთბა....