ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფართხა-ფურთხით დააბრუნეს სტუდენტები სასწავლებლად კონტაქტურ და არა ონლაინ გარემოში” – გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ 19 ოქტომბერს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის აღდგენა არჩევნებს უკავშირდება.

“ეს შემთხვევითობა ხომ არ გგონიათ? ახლავე აგიხსნით:

ფართხა-ფურთხით დააბრუნეს სტუდენტები სასწავლებლად კონტაქტურ და არა ონლაინ გარემოში. არადა, დღეში ოცი შემთხვევა იყო და მაშინ იყო ყველა სასწავლებელი ონლაინ სწავლებაზე გადასული. სასწრაფოდ განაახლეს სწავლა, რომ 31 ოქტომბერს არ იყვნენ თავიანთ რეგიონებში და ხმა არ მისცენ. თავიანთ სტუდკავშიროსნებს და ოროსან ქოცებს წაიყვანენ. დანარჩენები, ანუ 10 დღის ჩამოსული სტუდენტები თავისით აღარ რეგიონში ხმის მისაცემად აღარ წავლენ, თან საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

აი ესაა ალგორითმი ყველაფრის ჩაკეტვის პარალელურად, კონტაქტური სწავლის აღდგენის”, – წერს გვარამია.

იტვირთბა....