“დასამშვიდებელი სიტუაცია ნამდვილად არაა. პანიკას რომ მივეცეთ, ასეთი სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში რაღაც თვალსაზრისით. აქ ორი ალტერნატივა არსებობს, ერთი – კიდევ ჩაკეტონ ქვეყანა ან მეორე – ვირუსის ეფექტური მართვა განახორციელონ. ქვეყანას არ შეუძლია სრული “ლოქდაუნის” გადატანა, ამიტომ მხარი მაქსიმალურად მეორე მიმართულებას უნდა დავუჭიროთ. ახლა ჩვენ მაჩვენებელი ხელოვნურად რომ ჩამოვწიოთ, ყველაზე ეფექტური გზა კარანტინის გამოცხადებაა.”
ბიძინა კულუმბეგოვი – ვირუსოლოგი
“დღის ამბები”
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.