აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 19 ოქტომბრიდან განაახლებს. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტტან ერთად გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.
თუმცა, ვირუსის გამო, აჭარის რეგიონში შეზღუდვები რჩება სასწავლო პროცესზე, ასევე რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე.
შეგახსენებთ, კორონავირუსის ფართოდ გავრცელების გამო, აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 13 სექტემბრიდან აიკრძალა.