ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“შეიძინა სხვა მედიკამენტები, მანქანაში სხვა მედიკამენტები აღმოჩნდა” – ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს. მათი თქმით,  საქმის მასალებში სხვა წერია, პროკურატურა კი სულ სხვას ამტკიცებს. 23 წლის პროგრამისტის ოჯახის მტკიცებით, საქმის ახალი ტომები ადასტურებს, რომ ბაჩალიაშვილს ის მედიკამენტები, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა, გოგონას აფთიაქში არ შეუძენია.

ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი საგამოძიებო უწყებას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით ისევ თვითმკვლელობის ვერსიის დადასტურებას ცდილობს.

“შეიძინა სხვა მედიკამენტები, მანქანაში სხვა მედიკამენტები აღმოჩნდა და ორგანიზმში სულ სხვა მედიკამენტები. ეს ხომ მიუთეთებს დამნაშავეებზე მუშაობაზე. თან ექპერტების ჩართვაც არ უნდათ საჭირო არ არისო. თავი მოიკლა და გვინდა ექპერტების ჩართვაო და თვითმკვლელობაზე ვიცით, რომ ექპერტებს არ რთავენ” – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

 

იტვირთბა....