ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძე დაინიშნა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე დაინიშნა.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. აღნიშნულ პოზიციაზე ის 4 წლის ვადით დაინიშა.

ქადაგიძის კანდიდატურას მხარი მხოლოდ საბჭოს ერთმა არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა არ დაუჭირა

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 2018 წლის 2 აგვისტოს აღნიშნული პოსტი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საზღვარგარეთ მკურნალობის გაგრძელების მიზეზით დატოვა, ამ დრომე  მის მოვალეობას საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე ასრულებდა.

 

იტვირთბა....