“არავის გვეგონოს, რომ ინფიცირების რაოდენობის ზრდა შეჩერდება. რესტრონების მუშაობის შეზღუდვითაც კი, ინფიცირებულების ზრდა არ შეჩერდება, უბრალოდ, ჩვენ ამით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ დროზე, რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა.
გიორგი გახარია – – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ამის შესახებ გახარიამმთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
გახარიას ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცე;ების პრევენციის მიზნით, “თბილისში და იმერეთში რესტორნები და ყველა სახის გასართობი ცენტრები 22 საათის შემდეგ დაიკეტება.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 367 ადამიანი, გარდაიცვალა 113 პაციენტი.